ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გვირიტიშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გადავადების ინიციატივას აფასებს

საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

გვრიტიშვილისთვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, მიუღებელია.

საკითხზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლეებმა ცვლილებათა პაკეტს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს და ავტორებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც მკაცრად გააკრიტიკეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა არამოსამართლე წევრებისგან ცვლილებებისადმი მხარდაჭერის დასაბუთება მოთხოვა.

მოსამართლე გვრიტიშვილის მხრიდან მწვავე კრიტიკა და ბრალდებები ისმოდა ეკა ბესელიას მიმართაც. მოსამართლე ამბობს, რომ ცვლილებების ინიციატორ დეპუტატს შურისძიება ამოძრავებს.

იტვირთბა....