“ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რომელიც უდაოდ, წარმოადგენს, პრაქტიკულად, ერთადერთ ძალის ცენტრს ამ ქვეყანაში, გავიდა ჩრდილში, ფორმალური ძალაუფლება არ არის მის ხელში, მაგრამ მთელი სისტემა ორ რელიგიურ პრინციპზე აეწყო:
ყველაფერი ხდება მისი ნებით, ეს რელიგიისთვის დამახასიათებელია, მისი ნების გარეშე არაფერი უნდა ხდებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება ეს თუ ცუდი, თუ კარგი იქნება, მადლობა უნდა შევწიროთ, თუ ცუდი ხდება, უნდა ვიფიქროთ , რომ უზენაესი გამოცდას გვიწყობს, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, ის კი არა, რომ კრიტიკულად შევხედოთ, არ შეიძლება უზენაესის კრიტიკა, ის არ შეიძლება შეცდომას უშვებდეს და მეორე, რომ ნებისმიერი სიკეთე გაიცემა მისი ხელიდან, პრინციპით – ითხოვე და მოგეცემა.
ფსევდო რელიგიაა – მმართველობითი სისტემების ასეთი კონსტრუქცია ჩამოყალიბდა, მაგრამ გაჩნდნენ ათეისტები, ათეიზმის კატალიზატორი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე მის ნებით ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ აქ დამარცხდა და გარე ძალების მოხმობა დასჭირდა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამის შემდეგ იწყება შიდა სახელისუფლებო რყევები, ის დადგა დილემის წინაშე, შეეცევალა ყველაფერი, დაბრუნებულიყო დედამიწაზე, მოხდინა თავის ინსტიტუციონალიზაცია, ძალის ცენტრი მოეყვანა თანხვედრაში ან ჰქონოდა მცდელობა, რომ ოლიმპოზე თავის ყოფნა ანუ ზეადამიანის სტატუსი შეენარჩუნებინა. როგორც ჩანს, ოლიმპზე ჯდომა კომფორტულია და მან უარი თქვა ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებაზე , ეპოტინება ამ სექტანტური ალგორითმს,ზეადამიანის ფუნქციას, თუმცა, ჩეულებრივი მეთოდებით ეს შეუძლებელია, სარწმუნოებაში რომ დააბრუნო ადამიანები, გარკვეული სასწაულების მოხდენაა საჭირო და იწყება აქ სასწაულები”…
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი
“მეტრონომის” ვიდეობლოგი