ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი: უნდა გავატაროთ რეფორმა, რომელიც გააჩენს რწმენას საზოგადოებაში, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა

“მე ვერცერთი პრეცენდენტი და მაგალითი ვერ ვიპოვე, რომ გამოცდების გაუქმებით ხდება განათლების ხარისხის გაუმჯობესება“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი რეფორმა,რომელიც გააჩენს რწმენას საზოგადოებაში, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა.

„ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმა, რომელიც მოგვცემს კონკრეტულს შედეგს, რომელიც გააჩენს რწმენას საზოგადოებაში, რომ ქართულ დიპლომს აქვს წონა და რომ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები აძლევს ჩვენს შვილებს სათანადო ცოდნას. თუმცა გულახდილად მინდა გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ მოვისმინე თქვენი ახსნა განმარტებები, ბატონო მინისტრო, ჩემთვის მაინც აუხსნელი და გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მთელი რიგი პოზიტიური გარდატეხების შეტანა განათლების სისტემაში, თუ ჩვენ მივდივართ სასკოლო-საატესტატო გამოცდების გაუქმების გზით. მე ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სწორედ გამოცდაა ცოდნის შემოწმების უალტერნტივო საშუალება და მე ვერცერთი პრეცენდენტი და მაგალითი ვერ ვიპოვე, რომ გამოცდების გაუქმებით ხდება განათლების ხარისხის გაუმჯობესება. გამოცდების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს ეკარგება სტიმული, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, სკოლის, ოჯახისადმი და მართალია, რომ ეს პირველ ეტაპზე ბევრს უხარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დადგება მეორე ეტაპი, როცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სასიხარულო არაფერია იმაში, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდები გაუქმდა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ გამოცდების გაუქმებით, მთელი რიგი საგნებისადმი მოსწავლეების ინტრესი პრაქტიკულად კვდება, მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება დამუშავდა ვიწრო წრეში, ამას არ მოჰყოლია საჯარო განხილვა, საჯარო დებატები და უცბად ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე რომ გაუქმდა გამოცდები, რაც მიმაჩნია რომ არასწორი და დაუშვებელი და რაც აკნინებს პარლამენტის როლს და ფუნქციას, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ გადაწყვეტილების განხილვის პროცესში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....