გუშინ რა კითხვაც არ უდნა დაგვესვა კერზაიას საქმეზე , ყველაფერზე თქვენი პასუხი იყო, რომ ანონიმური წერილის ავტორის გადამოწმების ვალდებულება არ გქონდათ. კი ბატონო, ფორმალურად შეიძლება ასეთი ვალდებულება არ გქონდათ, მაგრამ გუშინაც ორჯერ გკითხეთ და ახლაც გიმეორებთ, ნუთუ ახლა მაინც არ გაინტერესებს ამ წერილის ნამდვილი ავტორის ვინაობა. 18 დეკემბერს, როცა ია კერზაია უკვე გარდაცვლილი იყო, როცა თქვენ ამ წერილის ავტორს პასუხი მისწერეთ, რომ ვერ ჩაბარდებოდა ეს პასუხი მას, ვინაიდან არ არსებობს, ამის მერეც არ დაგაინტერესათ ვინ იყო ნამდვილი ავტორი? დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. ამ ორი დღის განმავლობაში თქვენი საქციელი შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში, ამ ლაქას ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავთ დარჩენილი კარიერის და ცხოვრების მანძილზე. ერთადერთი გზა რაც დაგრჩათ არის რომ აღიაროთ ვინ დაგავალათ ეს ამბავი და თქვათ სიმართლე.
გიორგი კანდელაკი