ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ინფრმაციით, დედამიწაზე ტემპარატურის ანომალიური მატება შეინიშნება.
საგანგაშო ინფორმაციას NASA-ს სპეციალისტების თქმით, დაკვირვების ისტორიაში, 2018 წელი დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იყო. სწორედ გასულ წელს დაფიქსირდა ყველაზე მეტი ბუნებრივი კატასტროფა.
მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად იზრდება. სამყაროში მიმდინარე კილმატური ცვლილებების ფონზე, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები დაზარალდა.
ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, უამინდობით გამოწვეულმა ზარალმა გასულ წელს 73 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2018 წლის ოქტომბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მსოფლიო ტემპერატურის 1.5C-ით მატებამ გრძელვადიან პერიოდში.