ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა ბიძინა – გოჩა ბარნოვმა ბოლო განცხადებებით ზღვარი გადალახა, მაგრამ ის სემინარიიდან არავის გაურიცხავს

სასულიერო სემინარიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი ჯერჯერობით, არ გაუთავისუფლებიათ – ამის შესახებ განცხადება, “კურიერის” ეთერში მამა ბიძინა (გუნიამ) გააკეთა. სასულიერო პირი ამბობს, რომ სამეცნიერო საბჭომ განიხილა ბოლო დროს თეოლოგის მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის არის გოჩა ბარნოვის ის განცხადებაც, სადაც მან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე ისაუბრა.

„გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბატონი გოჩა გაათავისუფლეს სასულიერო აკადემიიდან, თითქოს მას შეუწყვიტეს ლექტორობა… შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოზე მოსმენილი ეს და სხვა ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იყო შეფასებული საბჭოს წევრების მიერ… ის არავის არ გაუთავისუფლებია, საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია და დამოკიდებუკლება მისი განცხადებების გამო, თვითონ საბჭოს არ ესწრებოდა, თუმცა იყო მოწვეული საბჭოზე,” – ამბობს მამა ბიძინა.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის გაათვისუფლეს იმ საბაბით, რომ ის პატრიარქის მტერია.

იტვირთბა....