aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ემილიანო სალას გარდაცვალება დადასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერლიგის გუნდ კარდიფ სიტის 28 წლის ფეხბურთელის, ემილიანო სალას ცხედარი ნაპოვნი და ამოცნობილია, –  ამის შესახებ BBC დორსეტის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

მცირე ზომის Piper Malibu N264DB, საფრანგეთიდან კარდიფისკენ ფრენისას 21 იანვარს დაიკარგა. ბორტზე ემილიანო სალასთან ერთად პილოტი, დევიდ იბოტსონი იმყოფებოდა.

გაუჩინარებულ თვითმფრინავს 4 თებერვალს, ლამანშის ფსკერზე მიაკვლიეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ფეხბურელის გვამი 6 თებერვალს იპოვეს, გვამის ამოცნობა კი 9 თებერვალს, ხუთშაბათს მოხდა.

“მამა, ძალიან მეშინია” – მედია დაკარგული ფეხბურთელის ბოლო შეტყობინებას ავრცელებს

იტვირთბა....