ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატიაშვილი საიქიოდან გზავნილებს ღებულობს და მასწავლებლებს ატერორებს” – გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განათლების წინა მინისტრმა მოსახლეობას თავი ვაშლების ჭამით დაამახსოვრა, მოქმედი მინისტრი კი საიქიოდან გზავნილებს ღებულობს და მასწავლებლებს ატერორებს.

დეპუტატის თქმით, მინისტრმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საკითხთან დაკავშირებით ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა, ვინაიდან საქმეს შს მინისტრი გიორგი გახარია კურირებდა.

რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, დროულად დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„საზოგადოებას წინა მინისტრი კარგად ახსოვს, რომელმაც ხალხს თავი ვაშლების ჭამით დაამახსოვრა. ეს მინისტრი, კი როგორც ჩანს, საიქიოდან ღებულობს გზავნილებს და შემდგომ რეპრესიებს ახორციელებს პედაგოგებზე. ამის მაგალითია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საკითხიც, რომელიც მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა. ჩვენ აღნიშნულზე კითხვები დავუსვით მინისტრს, თუმცა, მისგან პასუხები ვერ მივიღეთ, ვინაიდან საქმეს კურირებდა გახარია და ბატიაშვილი ასრულებდა დირექტივებს. თუმცა, ბატიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეევსე სკოლის დირექტორი, ია კერზაია საავადმყოფოში ინსულტით გარდაიცვალა.

იტვირთბა....