ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოთარ ფარცხალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც  ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმე უნდა განხილულიყო, გადაიდო.

საქმე ეხება 2017 წლის 12 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე El Centro-ში ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმას. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

როგორც ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ სხდომის გადადების მიზეზი გახდა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თხოვნა, რომ მის გარეშე არ განხილულიყო საქმე, ვინაიდან მას სურს საკუთარი უდანაშაულობა თავად, დაადასტუროს სასამართლოში.

როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, ოთარ ფარცხალაძეს აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი და დაცვის მხარე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძეს დიდი სურვილი ჰქონდა დღევანდელ პროცესს დასწრებოდა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივად და დავადასტურებთ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას წარდგენილ აბსურდულ ბრალში. თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მას, კონფიდენციალური ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს” – განაცხად

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას თქმით, მას 2017 წლის 12 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

იტვირთბა....