ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩვენ მათხოვრები არ ვართ” – მადუროს რეჟიმმა ვენესუელაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი განაცხადა

ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარი ნიკოლას მადუროს რეჟიმმა თქვა. მათ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტეს.

ეს ხიდი ერთ-ერთი იმ სამი პუნქტიდან, რომლებიც გასულ კვირას ხუან გუაიდომ დაასახელა. მან მთავრობას მოუწოდა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან შეეშვა. მან სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

“ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული.” – განაცხადა გუაიდომ.

მისი თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

“ჩვენ მათხოვრები არ ვართ”  – ასე უპასუხა მადურომ მის მოწოდებას.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

 

 

იტვირთბა....