ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია ფარულ ჩანაწერებზე: თუ დაგვჭირდა, ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს დახმარებას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ აქ კომპრომისები არ იქნება.

მინისტრის თქმით, შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე, დახმარება პარტნიორებს სთხოვონ.

„გამოძიება გრძელდება. გარკვეულ ეტაპზე თუ დაგვჭირდა, რადგან ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ვფიქრობთ, რომ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს დახმარებას, რამეთუ კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, რათა უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაკვლიოთ. მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა და არ იქნება სხვაობა გავრცელებას პირველწყაროს, თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და განსხვავებული მიდგომა გვექნება, ასეთ დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული. გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....