ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა ანაზღაურება გაიზრდება.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ პედაგოგების ანაზღაურების ზრდის გეგმა მაისში იქნება წარმოდგენილი.
“როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია – სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“ – განაცხადა ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.