ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში მაღალი რანგის სტუმრების მიღებას ემხრობა

პრეზიდენტის პრესმდივანის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ავლაბრის სასახლის მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად გამოყენება კარგი იქნება.

ავლაბრის რეზიდენციისთვის ფუნქციის შეცვლის მიზნით, „ქართულ ოცნებაში“ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის პირველი შეხვედრა დღეს კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დეპუტატებთან ერთად კონსულტაციაზე არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც შენობის პროექტის ავტორია. ის არ არის მომხრე, რომ რადიკალურად შეიცვალოს სასახლის დიზაინი.

პროექტის ავტორი მიიჩნევს, რომ შენობა უკვე ქალაქის იერსახის ნაწილია და ის უცვლელად უნდა დარჩეს. ჯგუფის წევრებმა შეხვედრის შემდგომ განაცხადეს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ერთ კვირაში გახდება ცნობილი, რა ბედი ელის სასახლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, განთავსდეს კულტურის ეროვნული ცენტრი, ან მოეწყოს ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცე.

იტვირთბა....