მთავარი ციტატა

“აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა” – ფოფხაძე უმრავლესობის სხდომაზე

მიზანი არის ის, რომ არა კანონმდებლობას მოვარგოთ მოცემულობა, არამედ მიზანი არის ის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები ავირჩიოთ სასამართლოში. თუ ამ მიზნისთვის უმრავლესობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის კანონმდებლობაც ისე მოარგოს ამ მიზანს როგორც საჭიროა, ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ დიალოგს გავურბივათ. პოზიციას დღესაც დავაფიქრებ. მგონია, რომ პრინციპულია მიზანს არ გადავუხვიოთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება კარი ჩაეკეტოს მედიას და სზოგადოებას, ამ საკითხების განხილვის დროს. არ შეიძლება გუნდურობა ითვალისწინებს საუბრებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფისში – ეს საუბრები უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რადგან ყველას ეხება. თუ ასეთი შეზღუდვა იქნება არასწორი. თუ საკითხი ისმევა ისე, რომ მე არ უნდა ვისაუბრო გუნდის შიგნით რაზეც ვსაუბრობთ საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს. რაზეც იქნება საუბარი გამოვალ და თქვენთან ვილაპარაკებ. თუ ვინმეს მიაჩნია რომ ეს არაგუნდურია, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის გინდურობა. აქედან როდის და როგორ წამოვალ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის რაც აქ ხდება ხალხმა იცოდეს.

გედევან ფოფხაძე

იტვირთბა....