საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსი” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ოცნებაში” შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია
„მე შევთავაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა. თუ პარტიის შიგნით გვეყოლებოდა რამდენიმე კანდიდატი და ანრიც და ლევანიც მიიღებდნენ მონაწილეობას: ბიულეტენები შედგებოდა, ფარული კენჭისყრა იქნებოდა, ჩემი აზრით, ეს პროცესისადმი ნდობას გაზრდიდა. მე მივცემდი ხმას ჩემთვის სასურველ კანდიდატს ლევან გოგიჩაიშვილს. თუ პარტიის უმრავლესობა ხმას მისცემდა ანრი ოხანაშვილს, ეს იქნებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილება და მაშინ მე დღეს ანრი ოხანაშვილს მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ იმაზე კი არ უნდა მეკამათონ, რომ პარტიული დისციპლინა დავიცვა! მოდით განვსაზღვროთ, რა უფრო დიდი ღირებულებაა, შიდა პარტიული დემოკრატია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ხალხთან პირნათელი ვიყოთ და იმაზე ვისაუბროთ, რისიც გვწამს, რაც ჩვენი სინდისის ნაწილია და ღირებულია, ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ დისციპლინა?!“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, მან ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა დააყენა, თუმცა საქმე კენჭისყრამდე არ მისულა. ფოფხაძემ თავი დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. დეპუტატის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია. იგი მიიჩნევს, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნება დემოკრატია, ქვეყანაშიც დემოკრატიის დეფიციტი იქნება.