ენგურის ხიდი გაიხსნა. როგორც პირველ არხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რეზო ქობალიამ განუცხადა, გადაადგილება მხოლოდ ე.წ. ბინადრობის მოწმობისა და „ფორმა 9“-ის მქონე პირებისთვის არის ნებადართული.
“გახსნილია ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ე.წ. ბინადრობის მოწმობა და მათ მიერ გაცემული „ფორმა 9“, გარდა ე.წ. აფხაზური პასპორტის მქონე პირებისა. ამ დროისთვის ხალხის დიდი ნაკადი არ არის, ვინაიდან რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა ე.წ. საზღვარი და მოსახლეობას ამის თაობაზე ჯერ ინფორმაცია არ აქვს“, – განაცხადა ქობალიამ.
ენგურის ხიდზე გადაადგილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 იანვრიდან, Н1N1-ის ტიპის ვირუსის გავრცელების გამო იყო შეზღუდული.