პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრების დასწრების საკითხი საკმაოდ გამკაცრებულია.
მისივე თქმით, რაც ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, დასწრება უპრეცედენტოდ მაღალია.
„პირველი კვირა არის, როცა ახალი რეგლამენტის ამოქმედება სრულად გვიწევს. პარლამენტის წევრების პლენარულ და საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობა საკმაოდ გამკაცრებულია. რაც ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, დასწრება უპრეცედენტოდ მაღალია. ამხელა კვორუმი მხოლოდ გახსნისას გვქონდა. მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი, როგორ კონტროლდება დასწრება, ეს ყველაფერი დაცული იქნება. გამიხარდა, რომ ვნახე კოლეგები, რომლებიც ორი წელია, არ მინახავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა თბილისში დაიწყო.