ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ქუჩურ მენტალიტეტთან დაკავშირებული დანაშაული მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევაა”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქუჩურ მენტალიტეტთან დაკავშირებული დანაშაული მთლიანად ძალოვანი უწყებების და მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევაა.

როგორც მან დანაშაულის 2018 წლის სტატისტიკის წარდგენისას აღნიშნა, ​მსგავსი ტიპის დანაშაულის ფაქტები, 2017 წელთან შედარებით გაზრდილია.

„არის დანაშაულების კატეგორია – ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს არის რეალურად დღეს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა. მ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რისთვისაც შსს მზად არის. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, რაც ქუჩურ მენტალიტეტს უკავშირდება, რასაც შსს აღიარებს და 2019 წელსაც მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....