კომპანია “მაგთიკომი” გაცნობებთ, რომ დაგეგმილი პროგრამული სამუშაოების გამო, 5 თებერვლის 23:00 საათიდან 6 თებერვლის 06:00 საათამდე პერიოდში გაითიშება 2G, 3G, 4G და CDMA ქსელი (ქ.თბილისი – ავჭალა, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი), რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 5 წუთით.
მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას).