ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Freedom House-ის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

Freedom House-ის  2019 წლის რეიტინგში  საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა და  100-დან 63 ქულა აქვს მინიჭებული.

პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად მაქსიმალური – 100 ქულით, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთია დასახელებული.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში თავისუფლების შესახებ სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

2018 წლის რეიტინგში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.

იტვირთბა....