ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ დათუნაშვილი: თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას

„თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას“, – ამის შესახებ განაცხადა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი იყო გულწრფელი.

„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა კი აღნიშნა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია.

„საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება აუცილებელია. მიდგომებია შესაცვლელი და საჭიროა სიტუაციის კიდევ უფრო გაჯანსაღება, რათა ყველა სპორტსმენმა შეძლოს საქმიანობა. სამინისტროსთან ერთად ვეცდებით, დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რომ ზურასაც შეეძლოს ჯანსაღ გარემოში კარიერის გაგრძელება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართაა და რჩევა ჰკითხა: თუ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე გეგა გეგეშიძე დარჩება, როგორ მოიქცეს: კარიერა დაასრულოს თუ სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

 

 

 

იტვირთბა....