ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა შავი სია და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს”

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, შეუწყდეს საბიუჯეტო დაფინანსება სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებად და არჩევნების გამყალბებლებად გადაიქცნენ.

“სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან ერთად, სრული სვლით მიდის სპორტის ოლიგარქიზაცია. ბიუჯეტის მილიონებით დაფინანასებული 63 ფედერაცია გადაიქცა მოძალადე პოლიტზონდერად, უკანონი შეიარღებული ფორმირებად, არჩევნების გამყალბებლად. ისინი წილების გადანაწილებისთვის საკუთარ თანაგუნდელებსაც არ ინდობენ და  ფიზიკურად უსწორდებიან.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს ყველა ამ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება და ეს მილიონები წარიმართოს მასობრივი სპორტის და უფასო სპორტული სექციების განვითარებისკენ ყველა ქალაქსა და სოფელში.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შევადგინოთ პოლიტზონდერ სპორტსმენთა ერთობლივი შავი სია და ვაცნობოთ საერთაშორისო ფედერაციებს, რათა მათი ფეხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. პოლიტიზირებული სპორტსმენი არც ქვეყნის შიგნით ჭირდება ვინმეს და არც გარეთ. მშობლებს უნიჭიერესი ბავშვები სპორტის სექციაზე ვერ მიყავთ უფულობის გამო და წარმოუდგენლად დიდი თანხები იხარჯება ამ მოძალადეებზე.

ეს ეპოქა, ივანიშვილის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს. ის, რაც ჩაიდინა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. ეროვნული ნაკრების კაპიტანი, სპორტულ დარბაზში, პრესის და უცხოელი სტუმრების თვალწინ გალახა და ის 5 ათას ლარიანი ჯარიმით გამოუშვეს და თანამდებობაზე დატოვეს. უნდა მივაღწიოთ, რომ გაიყოს სპორტი და პოლიტიკა, პოლიტიკა და ბიზნესი, ხელოვნება და პოლიტიკა და ყველამ თავისი საქმე გააკეთოს” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....