ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ე.წ. ციანიდის საქმე თავიდანვე სიბილწით იყო შეკერილი” – მეუფე პეტრე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე წმინდა სინოდის ორწლიან დუმილს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის საპატრიარქოში, სასულიერო პირების თუ ერისკაცების სახით, რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ

მეუფე პეტრე ასევე ეხმაურება მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომლებმაც საპატრიარქოსთან აქციების დაწყებას გულისხმობს.

„როგორც თავიდანვე ეს საქმე იყო უსამართლობითა და სიბილწით შეკერილი, არ მოინდომეს სამართლიანობა და სიმართლე და აირჩიეს სიცრუის გზა. დღემდე ამ სიცრუით ვლენ მავანნი, სამწუხაროდ. ამიტომ შეუძლებელია, ქართველმა ერმა არ მოინდომოს სიმართლის გარკვევა.

როგორც სახარების თანახმად, როგორც უფალი იესო ქრისტე მოიხსენიებს მსაჯულს, რომ ღმერთის არა ეშინოდათო და ხალხის არა რცხვენოდათო. აი, გამოჩნდნენ ადამიანები მატ შორის საპატრიარქოში , სასულიერო პირების, თუ ერისკაცების სახით,რომელთაც ღმერთის არ ეშინიათ  და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართველი ერი აუცილებლად მოითხოვს, რომ სიმართლე დადგინდეს,“-ამბობს მეუფე პეტრე.

 

იტვირთბა....