ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

2019  წლის იანვრის მონაცემები – საქართველოში აივ ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 31იანვრის მონაცემებით, 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში  28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში   7474  აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5599 – მამაკაცია, 1875 – ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3969 პაციენტს განუვითარდა, 1523 გარდაიცვალა.

31 დეკემბერს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4597 (4065  + 532 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (33 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  39.9 %  (2968) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.4 % (3458) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.2 %  (836) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %  (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) – სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2726 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 947 (აქედან ზუგდიდი – 630); შემდეგ იმერეთში 924 (ქუთაისი 451); აჭარაში 834 (ბათუმი – 533); აფხაზეთში (473); კახეთში (358) ქვემო ქართლში (385); შიდა ქართლში (279); გურიაში (157); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს – 564; 2015 წელს – 717;   2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....