დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ცივი ომის დროინდელი, სამეფო ოჯახის წევრების გადაადგილების გეგმა ისევ წარადგინა – თუ “ბრექსიტთან” დაკავშირებით, ლონდონში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება, დედოფალ ელისაბედ მეორის ევაკუაცია მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. ბრიტანელი კანონმდებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ “ბრექსიტის” შემდეგ, ევროკავშირის წევრ ირლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონების საზღვრებზე, დიდი ბრიტანეთისთვის, კონტროლი არ უნდა გაჩნდეს, თუმცა ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განმარტებით, გაერთიანება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას არ აპირებს.