ბავშვობიდან დაწყებული სადაც არ მივდიოდი ყველგან მხვდებოდნენ კლანები. ამბობდნენ, პატრონი არ გყავს, გაიწიე გვერდზე, ამ საქმეს ან სამსახურს შენ ვერ მოიგებო. კორუმპირებული სკოლისა და უნივერსიტეტიდან დაწყებული სამსახურებით დამთავრებული ყველგან მხვდებოდა გავლენიანი კლანური ინტერესები, რომელიც ყოველთვის გვერდზე გავწიე ბევრი ჩემმაირად დამუხტული ადამიანის დახმარებით. კლანები არის ჩვენი საზოგადოების სიმსივნე. ისინი ჭამენ ჯანსაღ უჯრედებს, ადამიანებს ვისაც აქვს ნიჭი, მოტივაცია, და ხელეწიფება შრომა. კლანებს უნდა ვებრძოლოთ ყველგან, სკოლებში, სამსახურებში, სასამართლოში თუ გვინდა მომავალი გვქონდეს. როგორც ვხედავ ზურაბ დათუნაშვილი , ადამიანს რომელმაც თავისი ჯაფით და შრომით აიშენა კარიერა, სწორედ კლანები ებრძვიან. ეს გეგეშიძე პატარა ჩინჩალაძეა, რომელიც კუნთებზე იყურება. სოლიდარობა ზურაბს. კლანები დავტოვოთ სუფრებზე. სასამართლოში თუ ჭიდაობაში, საქმეში განვსაჯოთ ნიჭისა და დამსახურების მიხედვით.
ანა დოლიძე
სოციალური ქსელი