კუბას დედაქალაქ ჰავანაში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაშავდა 200-მდე ადამიანი და დაზიანდა ათასობით სახლი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაშავებულთაგან 13 ადამიანი იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში.
“სამწუხაროა, რომ იმ 13 ადამიანიდან, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, 6 გარდაიცვალა”, – განაცხადა მინისტრმა.
სტიქიის ადგილას უკვე გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება.