ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროა, რომ უკრაინის ავტოკეფალიისთვის მიძღვნილ საზეიმო წირვაზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან” – უგულავა

გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო. გიგი უგულავა ულოცავს უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები არ ესწრებიან საზეიმო წირვას.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმყობრლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან. არ იმყოფება საქართველოს ელჩი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღე არის დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში, პრაქტიკულად ახალი ეკლესია დაიბადა რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. ევროპული საქართველოს დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი“ – გიგი უგულავა

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრების ცერემონია გაიმართა.

იტვირთბა....