ზუგდიდში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ელექტრო ქვესადგურში შევარდნილმა კატამ მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მთავარმა ინჟინერმა რამინ თოლორდავამ განუცხადა.
კატა, რომელმაც ელექტრო-ტრანსფორმატორში შეაღწია ადგილზე დაიღუპა.
,,ადგილზე გასულია რამდენიმე ბრიგადა და დაახლოებით სამ საათში აღვადგენთ ელექტრო ენერგიის მიწოდებას” – განაცხადა რამინ თოლორდავამ.
ზუგდიდში ელექტროენერგია სასიცოცხლო ობიექტებსაც არ მიეწოდებათ.