ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან აქციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე საქართველოს დროშა აჩვენეს. კარაკასში აქციის მონაწილეებს ის ქვეყნები წარუდგინეს, რომლებიც ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.