ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2020 წლიდან, ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, საფასურის გადახდა მოუწევთ

ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, რომ  ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან და 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება, გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.

რეგულაციების შესახებ 28 წლის ფერმერმა უჩა ქემაშვილმა ახლახან შეიტყო. მისი ოჯახი მესაქონლეობას ათეული წელია მისდევს და ახლაც 3 ძროხას უვლიან, აქედან ერთი მეწველია და ყოველდღიურად რძეს და მაწონს ყიდიან. ფერმერის თქმით პირუტყვის მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ ახალი რეგულაციებით გადასახადის გადახდა და ახალი სადგომის აშენება მოუწევს იძულებული იქნება პირუტყვი გაყიდოს.

„სოფელში ნახირი აღარ არის, საძოვრები გაიყიდა, ტუკების შესაძენად თანხაა საჭირო, ახლა მომგებიანი აღარ არის ადრე იყო. ახალი რეგულაციების შემდეგ კი დიდი ალბათობით გავყიდით, რადგან ვეღარ გავწვდებით ხარჯებს“, – ამბობს ფერმერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ რეგულაციები საჭირო და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

იტვირთბა....