ხომ ხედავთ, რომ ,,გვრიტიშვილები”პოლიტიკურ დებატში შემოდიან, ეს სამართლებრივი სახელმწიფო არ არის, რაღაც კატასტროფაში ვართ.
ჩვენ ვართ სახელმწიფოში, სადაც გირგვლიანის საქმის მოსამართლე ორგანულად მისაღებია ხელისუფლებისთვის და გირგვლიანის საქმის ადვოკატი არის მიუღებელი.როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს ქვეყანაში, იმ შემთხვევებში გამოძიებები მიმდინარეობს და სამართლებრივ რელსებზე გადადის ქვეყანა.
დღეს ინსტიტუციები ჩამოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ეროზიაა. აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჭაობი კიდევ უფრო გაღრმავდება
განაცხადა ლევან სამუშიამ ტელეკომოანია პირველის ეთერში