ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლომ ორ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეუფარდა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეეფარდა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 დაკავებულიდან 9-ისთვის აღკვეთის შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს მსჯელობდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს. ხოლო მაია ბერიძეს – 10 ათას ლარიანი, მარიამ ჩადუნელს – 2 ათას ლარიანი, ანი აროშიძეს – 2 ათას ლარიანი, თენგიზ ირემაძეს – 3 ათას ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს – 2 ათას ლარიანი, გიორგი გასვიანს – ათას 500 ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს – 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ დაკავებულების ნაწილს ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ, სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

იტვირთბა....