ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ ულაიქებენ თავის გამოთქმებს” – დოლიძე

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან მისი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას ეხმაურება.

დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებაზე დოლიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს მათ შეფასებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, გვრიტიშვილის განცხადებები მისთვის მნიშვნელობამოკლებულია და არ აპირებს, რომ მის ყოველ გამონათქვამებს უპასუხოს.

„წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ ულაიქებს თავის გამოთქმებს და ოჯახის წევრები. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე. თუ ვინმე უფრო ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა და რაღაც აზრებს იტყვის, სიამოვნებით გამოვეხმაურები,“ – ამბობს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა – დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის, ლეგიტიმაციის საკითხი დააყენეს.

 

იტვირთბა....