ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გერი მრჩევლად დანიშნა

ტელეკომოანია “რუსთვი2”-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ნანა კაშია მრჩევლად დანიშნა. ი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ რომ ზურაბიშვილის გერი ადმინისტრაციაში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მას კონტრაქტი 1 იანვარს გაუფორმეს.

ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თანამშრომელთა რაოდენობა 102 დან 60–მდე უნდა შემცირდეს. რეორგანიზაცია 31 დეკემბრიდან გამოცხადდა და პრეზიდენტის პრეს მდივანი აცხადებდა, რომ 15 იანვრამდე საკადრო პოლიტიკის შემუშავება უნდა დასრულებულიყო. 15 თებერვლამდე კი ამ პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის გერს კონტრაქტი 1 იანვარს, ამ პროცესების მიღმა, კონკურსის გარეშე გაუფორმა

იტვირთბა....