ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვიმა, ქარი და ნისლი – საქართველოში ამინდი 2-3 თებერვალს გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მაღალმთიან ზონაში 2-3 თებერვალს მოსალოდნელია ქარბუქი, ნისლი და თოვლი, ზოგან ძლიერი წვიმა.

მათივე ინფორმაციით, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში

იტვირთბა....