ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყაზტრანსგაზმა”, იანვარში კუსტარულად დამონტაჟებული 2 381 დანადგარი ჩაჭრა

მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანგაზ-თბილისი” ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს.

„მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან. საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით:

ჩუღურეთი, ნაძალადევი 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

სამგორი – 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

გლდანი, სანზონა,თემქა – 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

დიღომი, დიდუბე-205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

ვაკე, წყნეთი – 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

ისანი, ვაზისუბანი – 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

მთაწმინდა, კრწანისი – 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

ნუცუბიძე – 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;

საბურთალო – 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოგიწოდებთ, ნუ მოიხმართ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახს და კორპუსში მცხოვრებ თქვენს მეზობლებს“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

იტვირთბა....