საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს კირილეს ინტრონიზაციის 10 წლისთავს ულოცავს. იუბილესთან დაკავშირებული მიღება რუსეთის საპატრიარქოში 31 იანვარს გაიმართა.
“უკვე ათი წელი გავიდა, რაც უფლის ნებით თქვენ უმაღლესი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.
გილოცავთ, რადგან თქვენი ძალისხმევითა და მისიონერული შრომით მილიონობით ადამიანი რწმენაში განმტკიცდა, გახსნილია არაერთი მონასტერი და ეკლესია. გაჩნდა განათლების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრები. ღვთის სამსახურში ათობით და ათასობით მღვდელმსახურია…
ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს ჩვენ ყველას განსაკუთრებული განსაცდელები და პრობლემები გვაქვს. მაგრამ ახლა თქვენ, ჩვენ და მთელი მართლმადიდებელი სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ბევრ საკითხში ჩვენს ქმედებებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ხვალ”, — ნათქვამია პატრიარქის წერილში.