თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“აი რატომ გვენგრევა ქალქი და ქვეყანა თავზე, აი რატომ იღუპება ხალხი და კაცი-შვილი პარტონი არაა. ვისაც საქმის კეთება ევალება, ვინც დღეს პასუხს აგებს ადამიანების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, აი ამ პასკვილებით, სპეკულანტობით არიან დაკავებული. ამ პოლიტიკური ცვედნობის უკან პირადად კალაძე დგას. მანამ სანამ გვეყოლება მთავრობა, რომელიც მხოლოდ წარსულისკენ იშვერს ხელს, გაზის სისტემა კი არა მთელი ქვეყანა დაგვექცევა თავზე. ესაა სწორედ ადამიანების ტრაგედიის პოლიტიზირება და მათი სულებით ვაჭრობა. სამარცხვინოა!” – წერს უგულავა