ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეგულაციები გასამკაცრებელია” – კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც სავარაუდოდ, მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა განაცხადა, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ქეთევან წამებულის #67-ში გაფრთხილების შემდეგ, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა შეამოწმეს თუ არა განმეორებით ბინა, რაზეც მერმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა ამ კითხვით კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ.

„ცხადია, რეგულაციები გასამკაცრებელია. დეტალურად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, არ ვარ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენელი, შეგიძლიათ ამ კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვათ შეკითხვა“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....