მთავარი ციტატა

მარიამ კუბლაშვილი: ჯეკ შეფარდმა აირჩია ქართული ციხე

“ჯეკ შეფარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მან აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება. ეს მისი მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადი. შეფარდებული პატიმრობის განმავლობაში, ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს, ვიმსჯელებთ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საგამონაკლისო შემთხვევა არის, როცა იქაური ბრალდება, აქაური კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება. ამ შემთხვევაში პირი არ შეიძლება ექსტრადიციაში მიეცეს. ამიტომ მიშვნელოვანია მისი სისხლის სამართლის საქმის შესწავლა. საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩავრთოთ. პროკურორის დღევანდელი ნება მნიშვნელოვანი იყო, მათ ხაზი არ გაუსვეს იმას, რომ აუცილებლად არ სურთ პირის დაჩქარებული წესით ექსტრადიცია. ჯეკ შეფარდის უარი გადაეგზავნება ბრიტანეთს. მათთვის ოფიციალურად ცნობილი იქნება სასამართლოს მიერ დამტკიცებული შეფარდის ნება, რომ დარწმუნებულია ქართულ ციხეში მოიხადოს სასჯელი. ის გლდანის მერვე დაწესებულებაში გუშინ მოვინახულე, ნორმალური პირობები აქვს, თავს უსაფრთხოდ გრძნობს”.

მარიამ კუბლაშვილი, ჯეკ შეფარდის ადვოკატი

იტვირთბა....