ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია მეორე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მასპინძლობს – LIVE

მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები ამ წუთებში, ილია მეორეს ხვდებიან.

სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს საპატრიარქო, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწე და საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაადასტურა,რომ საუბრის ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამობრძანებული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესი არის უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება რა თქმა უნდა. ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია.

ავტოკეფალური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდგომ უნდა იქნას მიღებული.

რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, ასეთი ვიზიტებით შესაძლებელი არის, რომ ერთმნიშვნელოვნად სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. ყველა ეკლესიის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ზოგადად იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ეკლესიამ უნდა აღიაროს თითოეული დანარჩენი ეკლესიის ავტოკეფალია, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყველა ეკლესიის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა მამა ანდრიამ (ჯაღმაიძემ).

შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარი აზრი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ასევე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ ღამით საგანგებო ვიზიტით თბილისსში ჩამოვიდა.

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მასპინძლობენ

Gepostet von რადიო თავისუფლება am Mittwoch, 30. Januar 2019

იტვირთბა....