ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ლუიზა ვინტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაზე, MAPS-ის მისიასა და დონორების კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვის მიმართულებით და ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება MAPS-ის მისიის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა დონორთა საკოორდინაციო მექანიზმის რეფორმაზე და მის დაკავშირებაზე მდგრადი განვითარების მიზნებთან.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

იტვირთბა....