ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ფარული კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად ბესელია დარჩა მოგებული” – გვრიტიშვილი

“რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ყველაზე მეტად თავად ეკა ბესელია დარჩა მოგებული.

“ძველი რომაელები ამბობდნენ: როდესაც გსურს გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ჩანაწერის გავრცელების ბოლო ფაქტი საეჭვოდ დამეთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშის დაკავება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც”, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მოსამართლე, ამ საქმესთან დაკავშრებულ გამოძიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი საკითხების გამოძიება რთულია.

“ზოგადად, ამგვარი დანაშაულის გამოძიება რთულია, ვინ გაავრცელა, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მარტივია დაადგინო, რომ სასამართლოს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც არ შეეძლო ამ ჩანაწერების გავრცელება. ეკა ბესელიას პოსტში ერთი ტყუილია: ეს ჩანაწერები გავრცელდა რამდენიმე დღის უკან, იანვარში. დღეს სპეციალურად ვიმყოფებოდი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომ გამერკვია ამ საქმის მოძრაობა, და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: 2018 წლის 10 იანვრიდან ეს საქმე არის გაგზავნილი უზენაეს სასამართლოში. ანუ ბესელია ამბობს ტყუილს, როდესაც ამბობს, რომ საქმე ამჟამად არის სააპელაციო სასამართლოში,” – აცხადებს მოსამართლე.

მისივე თქმით, ეჭვის საფუძველს იძლეოდა ის ფაქტი, რომ უშუალოდ ეკა ბესელიასთან დაკავშირებულმა დეპუტატმა დავთ ჭიჭინაძემ გაახმოვანა ინფორმაცია ამ ჩანაწერის გავრცელების შესახებ და თქვა, რომ უშუალოდ მან კი არა, მისი ოჯახის წევრმა ნახა.

“მე არ გამიგია ჩემს გარემოცვაში, რომ ეს ვინმეს ენახოს, თუმცა თქვენ რადგან დაადასტურეთ, ჩავთავლოთ, რომ ეს ჩანაწერი გავრცელდა.

რაც დადგა შედეგი, ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. ხელისუფლებას დაეკისრა უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს და რაც შეიძლება სწრაფად დადოს შედეგი, ვინ გაავრცელა ეს კადრები. ხელისუფლებას ეს არ აწყობს.  სასამართლოსთვის ეს არის დამღუპველი. სასამართლოსთვის ამის დამტკიცება ნიშნავს, რომ მორჩა სასამართლო და ეს სასამართლოსაც არ აწყობს” – აცხადებს გვრიტშვილი.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ მოსამართლეს სთხოვა დაზუსტება, ნამდვილად მიიჩნევდა თუ არა, რომ ჩანაწერის გავრცელება თავად ბესელიას ორგანიზებულია.

“არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”, – უპასუხა გვრიტიშვილმა დასმულ კითხვას.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.

იტვირთბა....