aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ფინანსთან მინისტრი: საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო.

მისივე თქმით, საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო.

„ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო. შესაძლოა, ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში, ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები, თუმცა საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში, პრაქტიკულად, სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი, როგორც ტექნოლოგიურად, ისე პროცესებით. მთავარი გამოწვევა დარჩება მაინც იმ მიმართულებით, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა მაჭავარიანმა. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

იტვირთბა....