ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ, შეუძლებელია.
როგორც მან 29 იანვარს, ტექნოპარკში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, “სპეკულაცია”, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია.
“თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ”, – აცხადებს მაჭავარიანი.
წყარო: ნეტგაზეთი