„პირადი ჩანაწერის ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ამორალურია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.
“პირადი ჩანაწერის ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, ამორალურია. სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან პირადი კომუნიკაცია მქონდა. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს. მით უმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს. აქედან გამომდინარე, პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს.
განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.