ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე წლის 28 იანვარს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

იტვირთბა....