დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა.
როგორც დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მთავარი მიზანია, კონკრეტული პირების გამოვლენა, რომლებიც პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ავრცელებენ.
კითხვაზე, თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მას კონკრეტულ პირებზე საუბარი უჭირს, თუმცა, ერთადერთი, ვისაც ეს არ აწყობს, არის მმართველი პარტია.
მისივე თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ჩანაწერები ვრცელდება მაშინ, როდესაც ხდება რამე განსაკუთრებული და ხშირ შემთხვევაში ებრძვიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისა და უკეთესობისთვის იბრძვიან.
დეპუტატის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკა ბესელიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თავად ჩანაწერი კი, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას თავისი ოჯახის წევრმა აჩვენა.
შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს.