aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროკავშირმა უნდა შეგვიყვანოს წინსწრებით ყველა ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი აღიარებულია” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა, განაცხადა, რომ  უნდა მოვითხოვოთ და მოვილაპარაკოთ, ვიდრე წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი, ევროკავშირმა შეგვიყვანოს წინსწრებით ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი აღიარებულია

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამის მოდელები უკვე არსებობს და ესენია „ერასმუსის” პროგრამა, ასევე სატრანსპორტო ქსელი და სხვა.

„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მოვილაპარაკოთ, ვიდრე წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი, შეგვიყვანონ წინსწრებით ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და სადაც ეს ადგილი აღიარებულია. ამის მოდელები უკვე არსებობს. ჩვენ ვართ „ერასმუსის“ პროგრამის სრული წევრი, როგორც ევროკავშირის სხვა წევრები და გვითხრეს, რომ მონაწილეობის ციფრებს გაზრდიან. „ერასმუსი“ სტუდენტებისთვისაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიხსნება „ერასმუს პლუსის“ საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევარებისა და ჩვენი განვითარებისთვის. ახლახან შევედით ტრანსპორტის ქსელში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ვხდებით მონაწილე იმ დიდი საინვესტიციო პროგრამის, რომელიც ჩვენთის მოიცავს 3.5 მლრდ-ს. ეს თანხები არის მოსაძიებელი ევროკავშირის დახმარებით და ამ საინვესტიციო პროექტების უკან ევროკავშირი დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა ლოგისტიკური ცენტრების კუთხით.

პრეზიდენტმა შავი ზღვის პროექტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს მუდმივი პროცესია და არა ერთ დღეში გაკეთებადი.

„სხვა ასეთი მაგალითებიც ბევრია. ეს არის ჩვენი სამუშაო, რომ წარვუდგინოთ ევროკავშირს ყველა ის მიმართულება, სადაც უფრო უშუალო მონაწილეობას მოვითხოვთ. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებსაც“, – აღნიშნა პრემიერმა და ამ მხრივ, ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს მიერ ევროკავშირის მისიაში მონაწილეობა დაასახელა.

„ეს გვაძლევს უფლებას, რომ ბევრად მეტი ადგილი მოვითხოვოთ უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში. ეს საკითხი ასევე განხილული იყო ფედერიკა მოგერინისთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამასთან, საქართველოს ადგილი არის ევროპის კულტურის სფეროში.

იტვირთბა....